პარლამენტთან მოძრაობა „ერთად სახლშის“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობა გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში, რომელსაც უმდიდრესი ადამიანი მართავს ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს.
„საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, იმ ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, იმ შეწირული არასრულწლოვნების სიცოცხლემ, პანკისში განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ვართ ძალა, რომელმაც რაღაც უნდა შევცვალოთ. ის განცხადებები, რომელიც გვესმის სხვადასხვა სტრუქტურის მაღალჩინოსნებისგან, რომ პრობლემებს გაღიმებული უნდა შევხვდეთ, ჩვენ აქციით ვპასუხობთ.“- განაცხადა აქციის მონაწილე მარიამ რიგვავამ.
აქტივისტები მოუწოდებენ ახალგაზრდებს გამოვიდნენ ქუჩებში და პროტესტს შეუერთდნენ. მოძრაობა ”ერთად სახლშის” წევრები აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






