ბლოკი „ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდაზე ამომრჩევლეთან შეხვედრას განაგრძობს. შალვა შავგულიძე ამჯერად რჩეულიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. მთაწმინდის მაჟორიტარი კანდიდატი მოსახლეობასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე , მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს. შავგულიძის განცხადებით ’’ქართულმა ოცნებამ’’ ხალხს არც ერთი დანაპირები არ შეუსრულა და მოსახლეობასთან შეხვედრები უკვე კარგად აჩვენებს განწყობას რომ ცვლილებების დრო მოვიდა.
ბლოკი ’’ევროპული საქართველოს თავისუფალი დემოკრატების’’ მაჟორიტარი კანდიდატის შალვა სავგულიძის განცხადებით - მთაწმინდელებთან შეხვედრებს ვაგრძელებ. რჩეულიშვილის ქუჩის და მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას შევხვდი და ყველა შეხვედრიდან რჩება ერთი შთაბეჭდილება რაც, მყარად არის და იგრძნობა და გამოხატავს ამომრჩეველი, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს განწყობა არის ყველგან და რატომ ,იმიტომ რომ ამ ხელისუფლებამ არ შეასრულა არც ერთი მისი დანაპირები, არ შეასრულა სამართლის მოტანასთან დაკავშირებით, ეკონომიკურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები






