ისნის რაიონის ახლა უკვე ყოფილი გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, უწყებიდან ორი ადამიანი უსაფუძვლოდ გაათავისუფლეს - არნიშნულზე საუბრობს თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი.
მისი თქმითმ, ქიზიყურაშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრება სასამართლოში მოხდა. საბოლოოდ, სააპელაციომ გამგეობის ქმედება უკანონოდ ჩათვალა და მას მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ თითქმის 63 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
"საუბარია ისნის რაიონის გამგებელზე, ქიზიყურაშვილზე, რომელმაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილებები. დღეს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, სადაც წერს,რომ მის მიერ (ქიზიყურაშვილის) გამოცემული უკანონო აქტების გამო ბიუჯეტმა უნდა გადაიხადოს 63 ათასი ლარი. სანამ არ დადგება კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი,რომლებიც გამოსცემენ უკანონო აქტებს და მათ გადასახადს გადავიხდით ჩვენ, მანმადე გაგრძელდება უკანონო ქმედებები, სანამ საკუთარ ჯიბეზე არ იგრძნობენ,"-აცხადებს ხაბეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






