„აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური“ - მამუკა ბახტაძე პანკისის მოვლენებზე
პოლიტიკა - 20:44, 22 Apr, 2019     828

პანკისის ხეობაში გუშინ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გააკეთა. მისი თქმით აგრესია სამართალდამცავების წინააღმდეგ არის მიუღებელი და რეაგირებაც შესაბამისი იქნება:

„განსაკუთრებული პატივისცემით მსურს, პანკისის ხეობაში მცხოვრებლებს მივმართო. ჩვენ არასდროს არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში, თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას, ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს დემონსტრირება თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. აგრესია ჩვენს სამართალდამცველებზე არის სრულიად მიუღებელი, აქედან გამომდინარე კანონის პასუხიც იქნება ადეკვატური. ჩემი აზრით, თავშეკავება ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო. გუშინაც და დღესაც ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეიძლება შეცდომაში არიან შეყვანილი ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა დაამარცხოს სიღარიბე, სიღარიბის დამარცხება გადის ეკონომიკის განვითარებაზე.

„საქართველოს ყავს ორი მტერი, ოკუპაცია და სიღარიბე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. აღმოსავლეთ ევროპაში რამდენჯერმე აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ეს ნიშნავს მარტივ ჭეშმარიტებას, როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია. არასოდეს არ მოხდება ჩვენი ხელისუფლების პირობებში ისე, რომ ენერგეტიკის განვითარება ხდებოდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის ხარჯზე ან იმის ხარჯზე, რომ ეკოლოგიას მივაყენოთ ზიანი, ეს არის გამორიცხული. კიდევ ერთხელ მსურს, ყველა მხარეს მოვუწოდო, ვაკეთოთ კომენტარები ემოციების გარეშე და გთხოვთ, ნუ დავეყრდნობით სხვადასხვა ტიპის გადაუმოწმებელ ინფორმაციებს, ეს ნამდვილად არ იქნება სწორი რეაქცია პასუხისმგებლიანი მოქალაქისგან ამ სიტუაციაში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42