„ჰკითხეთ შს სამინისტროს სწორად დაიგეგმა თუ არა ოპერაცია პანკისში“ - გრიგოლ ლილუაშვილის განმარტება
პოლიტიკა - 20:14, 22 Apr, 2019     1458

პანკისში განვითარებულ მოვლენებზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განმარტება გააკეთა. სუს-მა რეგიონში სპეცრაზმის შეყვანაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ისრები შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ გადაიტანა. გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, იყო თუ არა ოპერაცია სწორად დაგეგმილი, ამაზე პასუხი შს სამინისტრომ უნდა გასცეს.

„ეს ჰკითხეთ შს სამინისტროს, ჩვენი სამსახურის მოვალეობაა ნებისმიერ რეგიონზე გვქონდეს რისკები სწორად შეფასებული, თუმცა ორგანო, რომელიც ღონისძიებას ახორციელებს ითავისებს ამ რისკებს და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას,“-განაცხადა ლილუაშვილმა.

ლილუაშვილი განმარტავს, რომ პოლიციელის მიმართ აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე თავდასხმა“

„არსებობს კვლავ რესურსი, ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან, თემთან მოლაპარაკების გზით გადაწყდეს ნებისმიერი საყოფაცხოვრებო დონის პრობლემა. ის ფაქტი, რომ პოლიციელებს თავში ურტყამდნენ ქვებს, ხელკეტებს და სხვადასხვა ნივთებს, არის კატეგორიულად მიუღებელი. საქართველოს პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს იქ, სადაც ის ახორციელებს კონკრეტულ მოქმედებებს და მასზე განხორციელებული ნებისმიერი აგრესია განიხილება, როგორც სახელმწიფოზე განხორციელებული თავდასხმა. ჩვენ ამას ვერ შევეგუებით ვერც პანკისში, ვერც სამეგრელოში, ვერც იმერეთში, ვერც ქართლში და ა.შ. დაზარალებულია 35 პოლიციელი და 17 მშვიდობიანი მოქალაქე. შესაბამისად თქვენ კარგად მიხვდებით, თავს იცავდა პოლიცია, თუ იერიშზე იყო გადასული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42