"ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:00, 22 Apr, 2019     810

„ენერგეტიკა საქართველოსა და ყაზახეთის თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნავთობის მზარდი მოპოვების ფონზე, ჰქონდეთ იმ მარშრუტების დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, რომლითაც აღნიშნულ პროდუქციას დასავლურ ბაზრებს მიაწვდიან. ამ თვალსაზრისით ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვისაუბრეთ, როგორ გავზარდოთ უფრო მეტად საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი და საქართველოს ბაზრის მიმზედველობა ჩვენი ყაზახი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ყაზახეთის ენერგეტიკის მინისტრთან კანატ ბოზუმბავთან შეხვედრის შემდეგ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ყაზახ კოლეგასთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ყაზახური ინვესტიციის შესაძლო განხორციელებაზე საქართველოში, კერძოდ, ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს საქართველოში ნავთობგაზოქიმიის ნედლეულის გადამუშავებას და მესამე ქვეყნებში საბოლოო პროდუქტების მიწოდების შესაძლებლობას. „ჩვენ შევთანხმდით, რომ აღნიშნულ ინიციატივაზე ერთობლივად ვიმუშავებთ და ამან, შესაძლოა, ნავთობქიმიის გადამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს," - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რომლის ფარგლებშიც ყაზახეთის მთავრობის წევრებთან შეხვედრებს გამართავს, გარდა ამისა, ნათია თურნავა მონაწილეობას მიიღებს საქართველო - ყაზახეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომაში, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შესაბამის ოქმს. ვიზიტის დროს ასევე დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენებთან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42