შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო
პოლიტიკა - 17:50, 22 Apr, 2019     550

18 აპრილს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ჩინეთის ქალაქ ვუჟენში, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო.

ფორუმზე, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის მექანიზმის სადამფუძნებლო დოკუმენტს მოეწერა ხელი და ასევე შესაძლებლობათა განვითარების ჯგუფი (BRITACEG) დაარსდა.

აღნიშნული მექანიზმი, „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქვეყნების თანამშრომლობის ახალ პლატფორმას წარმოადგენს და საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს.

მექანიზმის დამფუძნებელ წევრებად საქართველოსთან ერთად, ისეთი ქვეყნებიც არიან, როგორიცაა ჩინეთი, ყაზახეთი, ქუვეითი, ჰონგ-კონგი, სერბეთი, სლოვაკეთი, გაერთიანებული საემიროები, ურუგვაი და სხვა. ასევე პარტნიორ იურისდიქციად საბერძნეთი, იტალია, ახალი ზელანდია, პერუ, ყატარი, კორეის რესპუბლიკა, საუდის არაბეთი, სინგაპური, უკრაინა და სხვა ქვეყნები შეუერთდნენ.

ღონისძიებას მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციები ( მსოფლიო ბანკი, OECD, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, და სხვა) და ბიზნესის წარმომადგენლები ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და აკადემიური დაწესებულებები ესწრებოდნენ.

საგადასახადო ადმინისტრაციების თანამშრომლობის მექანიზმის წევრობით, საქართველოს შესაძლებლობა ექნება „სარტყელი და გზის ინიციატივის“ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობები გააღრმავოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42