მარნეულის N1 სკოლის მოსწავლეები მომავალ სასწავლო წელს ევროსტანდარტების მქონე სკოლაში გააგრძელებენ სწავლას
განათლება - 18:00, 22 Apr, 2019     1839

18 აპრილს, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს ნათია ზედგინიძეს, ამჟამად, მარნეულის N1 საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა გააცნო. სტუმრებმა, რომელთა შორის ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც იყვნენ, შენობის არქტექურული იერსახისა და ხარისხის მაჩვენებლის წინაშე აღფრთოვანება ვერ დამალეს.

350 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებული იქნება შშმ მოსწავლეებზე. მშენებლობა ევროსტანდარტების მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობს. გამოყენებულ სამშენებლო მასალებს გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერთიფიკაცია.

სახანძრო სიგნალიზაციით უზრუნველსაყოფად, სამუშაოების ბოლო ეტაპზე მოეწყობა „BMS“ ტექნოლოგიის სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა. სიგნალიზაციის პანელს მიკროპროცესორის საშუალებით შეეძლება დაკავშირება და საკონტროლო მოწყობილობების კონტროლი, მათგან საგანგაშო სიგნალების და მწობრიდან გამოსვლის შეტყობინებების მიღება. ელექტრო საკეტები სახანძრო განგაშის შემთხვევაში გააღებს ყველა საევაკუაციო კარს.

აღნიშნული უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟება სააგენტოს მიერ 2018 წლიდან მიმდინარე საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციის ყველა პროექტშია გათვალისწინებული.

სკოლაში იფუნქციონირებს საბუნებისმეტყეველო ლაბორატორიები, აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით, მოეწყობა ღია სპორტული მოედანი.

მშენებლობას შპს „სამშენებლო ტრესტი N3“ ახორციელებს. სახელშეკრულებო ღირებულებაა 1542 845 ლარია.

facebook გვერდის ლინკი: https://www.facebook.com/ESIDA.info/





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42