„ხელისუფლებამ პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება გვექნება“ - პანკისელი უხუცესები
პოლიტიკა - 15:53, 22 Apr, 2019     1207
პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს პანკისელი უხუცესები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავოს და გუშინ განვითარებული მოვლენები მთავრობისთვის მაგალითი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პანკისელებს შესაბამისი რეაგირება ექნებათ.

უხუცესთა საბჭოს წევრი, ზელიმხან წუწაშვილი გუშინ, შს მინისტრთან გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ მან მინისტრს პანკისელებთან დიალოგისკენ მოუწოდა.

„არ ვიცოდით, ჩვენ ასეთი სიტუაცია თუ მოხდებოდა. სიტუაცია ძალიან დამძიმდა გუშინ, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რამ. ეს ყველაფერი გამოიწვია იმან, რაც შემოვიდა სპეცრაზმი. ხალხი გაბრაზდა, ეს ხალხი კიდევ ისეთი ხალხია, ამათი დაშინება ძალიან ძნელია. სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს ძალიან. მოგვიხსენით პრობლემა, არავის აქამდე არ მოუხსნია პრობლემა და ბოლოს და ბოლოს თავის თავზე აიღეს ჰესის მშენებლობა, ჩვენ გამოვიყვანთ წყალს, ჩვენ გავაკეთებთ. ჩვენ რომ ვიყავით თბილისში შეხვედრაზე, იქაც ვთქვი, მინისტრი იყო ჩვენთან, მე ვუთხარი კიდეც, ჩვენ 20 კაცით ეს არ გადაწყდება, გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ხეობა, ჩამობრძანდით, მოიწვიეთ ხალხი, უთხარით, აუხსენით და ამით დამთავრდეს ეს ყველაფერი,“ - განაცხადა ზელიმხან წუწაშვილმა.

ხელისუფლებას აკრიტიკებს უხუცესთა საბჭოს წევრი ხასო ხანგოშვილიც:

„მე როგორ ვუყურებ ამ საკითხს, საერთოდ სპეცრაზმის შემოყვანა, ყველაზე დიდი შეცდომა იყო. იმიტომ, რომ პანკისელებში და პირადად ჩემშიც ძალიან ნეგატიურ დამოკიდებულებას იწვევს, ეს სპეცრაზმი. პანკისის ხეობაში ორი ჰესი აშენებულია, დამატებით ჰესი არასასურველია, ყოველი ჩარევა ბუნებაში თავისთავად ცხადია გამოიწვევს ეკოლოგიურ არასასიამოვნო ფაქტებს, მაგრამ თუ სახელმწიფო მაინც იმდენად დაინტერესებულია, რომ ეს საერთო ჩვენს ელექტროფიკაციაში ჯდება და ამდენად ეს აუცილებლობას, მაინც გააკეთებენ, ამ შემთხვევაში, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ვნახოთ ფირმისგან. მე მაგალითად, ძალიან მძიმედ განვიცადე ის რამდენადაც, ორივე მხრიდანაც არ იყო ლამაზი, როდესაც შეიძლებოდა დიალოგით და ურთიერთშეთანხმებით გადაწყვეტილიყო ეს საკითხი, წამოვიდა ასეთი დაპირისპირება,“ - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42