საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ ანგარიშს დღეს პარლამენტს აცნობს - რუსეთის მიერ საქართველოში წარმოებული ჰიბრიდული ომი და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების ხელშეწყობა.
სუს-ის ანგარიშში, რომლის ნაწილი საჯაროა, დაფიქსირებულია, რომ ქვეყნის გამოწვევებს შორის არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები და რუსეთის მხრიდან დესტრუქციული ქმედებები. ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტულ პრეტენზიებს უყენებს და ახსენებს, რომ ეს სამსახური ბოლო წლებია, სწორედ მმართველი გუნდის პოლიტიკური შეკვეთების შესრულებითაა დაკავებული და არა ქვეყნის უსაფრთხოებით.
„ოპოზიციამ არ იცის, ჩვენ ვინ გამოვავლინეთ და ვინ არა, ჩვენ რა სამუშაოებს ვაწარმოებთ. ეს ანგარიში არის ღია და საჯარო. ამ ტიპის ინფორმაცია საჯარო ანგარიშში არ მოხვდებოდა. სუს-ს ყოველთვის ადანაშაულებენ, თუმცა ფაქტები არასდროს არ არის,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






