"ეს ხელისუფლების პროვოკაციაა, ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ" - ნიკა მელია პანკისის მოვლენებზე
პოლიტიკა - 12:14, 22 Apr, 2019     845
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია პანკისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციად აფასევს და აცხადებს, რომ გუშინ სახელმწიფომ ბეწვის ხიდზე გაიარა:


იმ ფონზე, როდესაც მათ იცოდნენ, მეორე წელია პანკისის მოსახლეობაში კატეგორიული წინააღმდეგობა იყო ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალა ხელისუფლებამ, რომ იქ სპეცრაზმის შეყვანა არ გამოიწვევდა კონფლიქტს. ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2000 წელს, შევარდნაძის პერიოდში ამ ხეობაში აშენებულა უფრო მძლავრი ჰესი ჩინელი სპეციალისტების მიერ. მათმა კულტურულმა დამოკიდებულებამ პანკისის ხეობაში მცხოვრებ ადამიანებთან შესაძლებელი გახადა ჰესის მშენებლობა.

ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის მკაფიო მაშინ, როდესაც მათ იცოდნენ, რომ იქ ნებისმიერი ძალისმიერი მეთოდებით მშენებლობის დაწყება გამოიწვევდა მსგავს კონფლიქტს. მეორე წელია თავად ამ ხელისუფლებას შეჩერებული ჰქონდა იქ ჰესის მშენებლობა. დაუშვებელი იყო სპეცრაზმის შეყვანა. გუშინდელი დღე კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო იმისა, რომ ის ხეობა არ შეეგუება ჰესის მშენებლობას. დიახაც, პროვოკაციას აწყობ შენ, როდესაც იცი, რომ ეს მოხდება და ასობით სპეცრაზმელი შეგყავს ხეობაში, ძალდატანებით ჰესის მშენებლობის დასაწყებად.

გუშინდელი დღე იყო წმინდა წყლის პროვოკაცია მოწყობილი ხელისუფლების მხრიდან. ბეწვის ხიდზე გაიარა გუშინ სახელმწიფომ. წარმოიდგინეთ, დაწყობილი არიან მთელი ძლიერი ამა ქვეყნისანი "ქართული ოცნების" რიგებიდან და საუბრობენ ერთადერთი გზავნილით,რომ თითქოს არ გამორიცხავენ,რომ გუშინდელი დღე იყო პროვოცირებული. და რომელიღაცა ძალამ, უხილავმა ძალამ, იქნებ ეს გამოიყენა სათავისოდო. ასეთ ცინიზმსაც ბედავენ, როცა მშვენივრად იცოდნენ, რომ იქ, მით უფრო სპეცრაზმით შესვლა, ამ ყველაფერს გამოიწვევდა.”- განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42