დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება პანკისის ხეობაში - თავისუფალი დემოკრატები
პოლიტიკა - 16:51, 21 Apr, 2019     590

პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას „თავისუფალი დემოკრატები“ ავრცელებენ.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვეღარ მალავს თავის ნამდვილ სახეს და პანკისის ხეობაში, საკუთარ მოქალაქეებს პოლიციის სპეცრაზმის, სპეცტენიკისა და ცრემლსადენი გაზის ენით ესაუბრება.

მითუმეტეს უღირსია ხელისუფლების ასეთი მოქმედება იმის გათვალისწინებით, რომ ამგვარი ძალისმიერი სპეცოპერაცია ხელისუფლებამ მაშინ განახორციელა, როდესაც მისივე მოთხოვნის შესაბამისად, მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა და სხვა მინისტრების მოლაპარაკება პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებთან.

მოლაპარაკების წარმოების დროს არანაირი ძალისმიერი მოქმედებები არც ერთი მხარის მხრიდან არ ხორციელდება და ამ წესს ოდითგანვე იცავენ ყველა ადგილსა და სიტუაციაში. ეს წესი უღირსად დაარღვია დღეს „ქართულმა ოცნებამ“, რაც ბევრ შეკითხვას აჩენს. რატომ სურს დღევანდელ ხელისუფლებას სიტუაციის დაძაბვა და გამწვავება პანკისის ხეობაში, რასაც ის უკვე წლების მანძილზე ახორციელებს? რა მიზანს ემსახურება „ქართული ოცნების“ ასეთი უგუნური საქციელი? ეს არის მხოლოდ ამ პოლიტიკური ძალის სიბეცე და უუნარობა მართოს სახელმწიფო, თუ ჩვენი ქვეყნის გარეშე მტრის ხელიც ურევია მათ ასეთ მავნებლურ მოქმედებაში?

ნებისმიერ შემთხვევაში, მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ყოველგვარი ძალისმიერი მოქმედება პანკისის ხეობაში; გამოყონ სამთავრობო ჯგუფი ადგილობრივ მოსახლეობასთან რეალური მოლაპარაკებებისთვის, რათა მხოლოდ მათთან შეთანხმების პირობებში განხორციელდეს ნებისმიერი სახის სამუშოები ხეობაში და მართალი ინფორმაცია ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ ამცნონ საზოგადოებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა სიტუაციის გამწვავების ნეგატიურ შედეგებზე არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და მათ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება," - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42