„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან" - გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას მიმართავს
პოლიტიკა - 16:14, 21 Apr, 2019     1427


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მისი განცხადებით, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიზისის მოწყობა მოახერხა პანკისის ხეობაში.

აღნიშნული განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გაერთიანებული ოპოზიციის ბრიფინგზე გააკეთა.

„სრულიად გაუგებარია, დილიდან ყველა ვადევნებთ თვალ-ყურს ამ განვითარებულ მოვლენებს. სრულად გაუგებარია, რა საჭირო იყო თელავში მოლაპარაკების წარმოება ან ვითომ მოლაპარაკებების წარმოება და პარალელურად, მუშაობის დაწყება ხეობაში, თუ რაღაც ჰქონდათ სათქმელი, რომელიც შეეხება ენერგეტიკას, სამართლებრივ საკითხებს, წყნარად დაგემთავრებინათ ეს მოლაპარაკებები, შემდეგ განგეახლებინათ ეს მუშაობა. კიდევ უფრო აღშფოთებას იწვევს ის, რომ ბატონი მალხაზ მაჩალიკაშვილი დააპატიმრეს და გადაყვანილია სადღაც. რამდენადაც ვიცი, გურჯაანშია გადაყვანილი, რაც კიდევ ერთი შემთხვევაა იმის, რომ საქართველოს მოქალაქეებს, შინაგან საქმეთა მინისტრო თავის სურვილისამებრ უზღუდავს გადაადგილების და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას სპეცდანიშნულების რაზმის წევრების ტერიტორიიდან გაყვანისკენ მოუწოდებს.

„დაუყოვნებლივ გაიყვანეთ სპეცდანიშნულების რაზმები ხეობიდან. არაფერს ეს სპეცდანიშნულების რაზმები იქ არ აკეთებენ, გარდა იმისა, რომ ჩვენი თანამოქალაქეები გააღიზიანოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42