აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ - პანკისში, შეტაკებების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა
პოლიტიკა - 15:58, 21 Apr, 2019     1446

პანკისში შეტაკების ადგილზე გიორგი გახარია მივიდა. ის ადგილობრივებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

"აქ ვარ და რამდენიც სალაპარაკოა იმდენი ვილაპარაკოთ. არავინ არ დაუშვებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევას,"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

შს მინისტრი აცხადებს, რომ დილით ადგილზე მხოლოდ 35 პოლიციელი იყო, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე დილიდან მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობის სამუშაოები დაიწყო, სპეცრაზმი იყო მობილიზებული.

„პოლიციას ქვები რომ დაუშინეთ რა უნდა გვითხრათ?“- ასე მიმართა გიორგი გახარიამ ადგილობრივ მოსახლეობას. შს მინისტრის განცხადებით დაცული უნდა იყოს ყველა ადამიანის უფლება და მათ შორის ეს ეხება არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ პოლიციელებსაც და მუშებსაც, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე არიან დასაქმებული. კითხვაზე, რატომ გახდა ადგილზე საჭირო დამატებითი ძალების მობილიზება, შს მინისტრი აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მასშემდეგ მოხდა რაც სიტუაცია დაიძაბა.

„ახლა უნდა დავჯდეთ თუ რაიმე არგუმენტი გაქვთ და სასაუბრო გვაქვს აგერა ვართ და რამდენიც სალაპარაკოა იდენი ვილაპარაკოთ. არავინ არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებს არც ერთი საქართველოს მოქალაქის უფლებების დარღვევას. არც თქვენი, არც ფორმიანების და არც მშენებლების მაგრამ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და მასკები უნდა მოვიხსნათ. ასე არ შეიძლება. დამატებითი ძალების შემოსვლა მოხდა მაშინ როდესაც კონფლიქტი მწვავე ფაზაში იყო შესული,“ - განაცადა გიორგი გახარიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42