“გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს“ - კომპანია "ქართული რძის პროდუქტების“ წარმომადგენელი
პოლიტიკა - 14:29, 21 Apr, 2019     5610
გადაცემა “საქმის კურსში“ კომპანია "ქართული რძის პროდუქტების“ წარმომადგენელის გიორგი ბალესიაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად გლეხების მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია უნდა შეიზღუდოს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მწარმოებლის მხრიდან ნედლ რძეზე არ გაჩნდა მოთხოვნა, გლეხები, შინამეურნეობები ისევ გააგრძელებენ ყველის წარმოებას არაჰიგიენურ პირობებში.

ბასილაშვილი განამარტავს, რომ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ რძის და რძის პროდუქტების დღგ-ისგან გათავისუფლების საკანონმდებლო ინიციატივაზე იმ მიზეზით მხარის არდაჭერა, რომ ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს და ასევე, არ აიაფებს პროდუქტს მომხმარებლისთვის, არასწორია.

“ამ კანონის მიზანი იყო არა ის, რომ მომხმარებელს რძის ნაწარმი უფრო იაფად შეეძინა, არამედ ის, რომ გლეხებს მეტი სარგებელი მიეღოთ. ბუნებრივია, ნედლი რძისგან წარმოებულ პროდუქტს სჭირდება დღგ-ისგან გათავისუფელბა. ამით უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდებოდა აღნიშულ პროდუქტზე და შინამეურნეობას აღარ ექნებოდათ მოტივაცია, ყველი ეწარმოებინათ. უნდა შეიზღუდოს შინამეურნეობის მიერ წარმოებული ყველის რეალიზაცია. ხოლო შინამეურნეობას კი, აუცილებელია ალტერნატიური შემოსავალი შესთავაზო. თუ აუკრძალავ - ყველი არ აწარმოო, მაშინ ნედლ რძეზე უნდა გაჩნდეს მოთხოვნა; თუ გლეხს არ გაუჩნდა ინტერესი, რომ მწარმოებელს ნედლი რძე ჩააბაროს, ბუნებრივია, ის ისევ გააგრძელებს ყველის წარმოებას არაჰიგიენურ პირობებში”, - აცხადებს ბალესიაშვილი.

მისივე თქმით, თავის მხრივ, გადამამუშავებელ საწარმოს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ ნედლი რძე ფერმერისგან ჩაიბაროს, სხვა შემთხვევაში მას აქვს არჩევანი, რომ რძის ფხვნილის იმპორტი განახორციელოს.

“თუ ფერმერები გათავისუფლდობდნენ დღგ-ისგან, ავტომატურად გაიზდებოდა ნედლი რძის ფასი; მაქვს ინფორმაცია, რომ ბევრმა ფერმერმა დაიწყო გაფართოებაზე ფიქრი და ელოდნენ ამ ინიციტიავას, თუმცა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. იმედი მაქვს, კიდევ განიხილავენ აღნიშნულ კანონპროექტს და ის ძალაში შევა“, - განმარტავს ბალესიაშვილი.

შეგახსენებთ, არსებული რეგულაციით დღგ-იგან გათავისუფლებულია მხოლოდ 2 ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე და საქართველოში წარმოებული ყველი. კანონპროექტის მიხედვით კი, ერთიან საგადასახდო რეჟიმში უნდა მოქცეულიყო რძე და ნატურალური რძისგან ნაწარმოები რძის პროდუქტები. ფინანსთა სამინისტროს გათვლებით, ბიუჯეტს დაახლოებით 35 მილიონი ლარი დააკლდებოდა.


აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, "ჩვენ ვიკლებთ გარკვეულ თანხებს, რომლებსაც იდეაში ფერმერებისთვის პირდაპირი სარგებელი არ მოაქვს, ასევე არ აიაფებს პროდუქტს მომხმარებლისთვის."

ამ მოტივით, კომიტეტმა მთავრობის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

წყარო: www.bm.ge




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42