"სიტუაცია უკიდურესად იძაბება, რატომ არ არის ადგილზე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი, რომ გაანეიტრალონ სიტუაცია და დააწყნაროს მოსახლეობა? სანამ უფრო არ დაიძაბა სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ეს ნაბიჯი" - წერს გორგიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ პანკისში არსებულ ვითარებაზე შინაგან საქმეთა სმინისტრომ განცხადება გააკეთა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ პოლიცია სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტს კანონის ფარგლებში აღკვეთენ."ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარე ალაზანზე მცირე ჰესის მშენებლობის განახლებასთან დაკავშირებით, ადგილზე უსაფრთხოების და მართლწესრიგის დასაცავად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, განთავსებულია პოლიციელთა შესაბამისი რაოდენობა. შესაძლო დაპირისპირების, ან პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტს პოლიციის მხრიდან, კანონის ფარგლებში, მოჰყვება დაუყოვნებლივი რეაგირება და იქნება აღკვეთილი,"-აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






