"არ იფიქროთ თვითმკვლელობაზე! მოგმართავთ: ნუ შეგრცხვებათ, ყოველთვის გაგიყოფთ ლუკმა-პურს" - მარტვილის მონასტრის იღუმენია 15 წლის შაკოს ტრაგედიაზე
პოლიტიკა - 10:37, 21 Apr, 2019     5056
სოციალურ ქსელში გვერდი , იღუმენია თამარ გამყრელიძე 15 წლის შალვას შესახებ შაბათის კურიერის ანონსს ეხმაურება:

" შაბათის კურიერის ანონსის გამოხმაურებების საპასუხოდ მინდა მოგითხროთ, რომ ეს ძმები რამდენიმე წელია რაც საპატრიარქოს სალხინოს გიმნაზიიდან საჯარო სკოლაში გადავიდნენ. გიმნაზია-პანსიონში 5 ჯერადი კვება და ყველანაირი პირობაა ბავშვებისთვის: ექიმი, მოვლა, ჩაცმა და ა.შ. (ზოგიერთი მშობელი სიცხინ ბავშვსაც კი უშვებს სკოლაში, იცის რომ სითბო, ექიმი და წამალი არ მოაკლდებათ; ზოგიერთი მოსწავლე ძალიან გაჭირვებული და უმეტესად მრავალშვილიანი ოჯახიდან არის); დედამ მიატოვა; მამა ლოთი; ბაბუა უვლიდა... ქათმებიც კი ვუყიდეთ, რომ შაბათ-კვირას კვერცხი ქონოდათ ბავშვებს (ორშაბათიდან პარასკევამდე გინმაზიაში ცხოვრობდნენ), ვცდილობდით შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით პატარებს. ახლობელმა კომპიუტერიც უყიდა და გაახარა ბიჭები. რაც გაიზარდნენ და სკოლა შეიცვალეს ურთიერთობა გაწყვიტეს ეკლესიასთან. მეზობელმა მითხრა ასე ამბობდა რაღაცა ხმა მიბიძგებს თვითმკვლელობისკენო და აი.... და რამდენი ოჯახია დღეს ასეთ მდგომარეობაში.... დედა სადღაც ან სამუშაოდ ან.... მამები უმუშევრები და სმაში ეძებენ შვებას... მშობლებს ვერავინ ვერ შეცვლის, როგორც არ უნდა ვეცადოთ.... ძალიან ბევრი ბავშვია დღეს ამ მდგომარეობაში და ეს გამოწვეულია საყოველთაო გაჭირვებით, მშობები ლუკმა-პურის საშოვნელად გადიან და ბავშვები მარტო რჩებიან ამ საშინელ რეალობაში; პურის გარდა მშობლის სითბო და სიყვარული აკლიათ ამ ბავშვებს...
მარტვილის წმ. ნინოს დედათა მონასტერში უფასო სასადილო ფუნქციონირებს. მოდიან, ვაპურებთ და შეძლებისდაგვარდ სახლშიც ვატანთ საჭმელს. ვისაც არ სცხვენია მოდის (მინდა აღვნიშნო, რომ სხვა ეპარქიებიდანაც მოდიან მოწყალებაზე) ....
პარასკევობით, ჩვენი გიმნაზიის მოსწავლე თავისი და-ძმით, რომლებიც მარტვილის საჯარო სკოლაში სწავლობენ, მონასტერში მოდიან სანამ სახლში წავლენ, ვაპურებთ და თან ვატანთ საჭმელს, რომ შაბათ-კვირას მშივრები არ იყვნენ.... მე დარწმუნებული ვარ ასევე ეხმარებიან სხვა მონასტრებიც გაჭირვებულებს, უბრალოდ ამაზე ჩვენ არ ვსაუბრობთ, დღეს აქ წაკითხულმა კომენტარებმა მიბიძგეს ეს ყველაფერი მომეთხრო....
ამ გაჭირვებას რაც დღეს საქართველოშია სხვანაირი სახელმწიფოებრივი მიდგომა სჭირდება....

ყველას მინდა მივმართო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს ღვთისთვის და რა გასაჭირიც არ უნდა გქონდეთ არ იფიქროთ თითმკვლელობაზე!
მარტვილელებს კი, ვისაც დახმარება გჭირდებათ, მოგმართავთ: ნუ შეგრცხვებათ, ყოველთვის გაგიყობთ ლუკმა-პურს..." - წერს იღუმენია.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42