"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაში ვნახავდი ქართველებს" - მიხეილ სააკაშვილი ბერლინში ემიგრანტებს ხვდება
პოლიტიკა - 19:15, 20 Apr, 2019     1252
მოძრაობის "ერთად სახლში" წევრები ბერლინში შეხვედრას მართავენ. ემიგრანტები საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ხვდებიან.

სააკაშვილი ემიგრანტებს საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში, კარვებში მცხოვრები ქართველების შესახებ უყვება.

მისი თქმით, საქართველოში მძიმე ვითარებაა შექმნილი და ამის გამო, მოქალაქეებს სამშობლოს დატოვება უწევთ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქართული ოცნებამოვიდა ხელისუფლებაში, საქართველო მილიონამდე ადამიანმა დატოვა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, გადასადგმელი ნაბიჯები კი - ბევრი.

„ის, რაც მე ვნახე, ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ მდგომარეობაში ვნახავდი ქართველებს. რამდენიმე ათეული კარავია, ასეა მთელ საფრანგეთში, ბევრ ქალაქში. როგორც ჩანს, ეს გადაედება შვედეთს, შეიძლება გერმანიასაც, მაგრამ საფრანგეთში რამდენიმე ათეული კარავი, რაც ვნახე, ქართველები ცხოვრობენ სრულიად ანტისანიტარიულ პირობებში, ცივა ღამე. აქ არის ხალხი, ვინც გუშინ მუშაობდა ბაგა-ბაღის აღმზრდელად, ექთნად დიდ კლინიკაში, შეიარაღებული ძალების ოფიცერი იყო, ცოტა ხნის წინ პოლიციაში მუშაობდა, სკოლის მასწავლებელი, არის მამა, რომელიც ჩამოყვანილი ჰყავს სამი შვილი და კარავში არიან მამა და სამი მცირე წლოვანი ბავშვი, დედა დარჩა საქართველოში.

რანაირად მოახერხა ივანიშვილმა, ქართველების გენეტიკური კოდის შეცვლა ასე, ეს ხომ არ არის ჩვეულებრივი რაღაც, რაც ხდება. კიდევ უფრო მაკვირვებს, რეაქცია რაც იყო სოციალურ ქსელებში. ყველა ერთად აკრიტიკებს ამ ხალხს, რომ რატომ ხართ კარვებში, რას გავხართო. მე ვერ შევატყე, რომ ის ხალხი იქ არის პოზისთვის. დავინახე სასოწარკვეთა. არის ქალბატონი, რომელსაც აქვს მეოთხე სტადიის კიბო და ცხოვრობს კარავში. ძალიან ცოტა დრო გვაქვს... 2012 წლის შემდეგ საქართველო მილიონმა ადამიანმა დატოვა. მათ შორის ბოლო 3 წელიწადში დატოვა 800 ათასმა ადამიანმა. გამოდინება, რომელიც ახლა ხდება საქართველოში ხალხის, არ ყოფილა არასდროს საქართველოს ისტორიაში,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42