ბლოკი ’’ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების’’ მაჟორიტარი კანდიდატი მთაწმინდის ამომრჩეველთან შეხვედრებს განაგრძობს. შალვა შავგულიძე ამჯერად პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. მთაწმინდელებსაც თბილისის სხვა რაიონების მსგავსად მძიმე სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ. ქალაქის ამ ისტორიულ ნაწილში პრობლემატურია ავარიული და ძეგლის სტატუსიანი ამორტიზებული შენობების საკითხი.მაჟორიტარი კანდიდატის განცხადებით ხელისუფლებამ ვერცერთ სფეროში ვერ შეასრულა დანაპირები და ცვლილებების დრო რეალურად მოვიდა.
ბლოკი ‘’ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების ‘’ მაჟორიტარი კანდიდატის შალვა შავგულიძის განცხადებით : - ’’მთაწმინდელებში, ცალსახად ერთი განწყობა არის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ხელისუფლებამ არცერთი დანაპირები არ შეასრულა ,არცერთ სფეროში , არც სამართალთან დაკავშირებით ,რომ სამართალს მოიტანდა ქვეყანაში,არც ეკონომიკური კეთილდღეობის კუთხით და ა.შ ეს ხელისუფლება რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეიცვალოს.’’ - განაცხდა შალვა შავგულიძემ
მასალის გამოყენების პირობები






