"რუსთავი 2" უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს" - ირაკლი კობახიძის მუქარა პარლამენტის ტრიბუნიდან (ვიდეო)
პოლიტიკა - 20:06, 19 Apr, 2019     2775

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ტქმით, „რუსთავი 2“ მის კანონიერ მფლობელებს უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. კობახიძემ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა და განაცხადა, რომ ქართული მართლმსაჯულების სამართლიანობის ნიშანი არის ის, რომ სასამართლო წართმეულ ქონებებს, მათ კანონიერ მესაკუთრეებს უბრუნებს. პარლამენტის თავმჯდომარეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შეახსენეს, რომელმაც ტელეკომპანიის საქმის განხილვა შეაჩერა, რაზეც კობახიძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს სასამართლოების მიღებული გადაწყვეტილება უკანონოდ არ ჩაუთვლია:

"რუსთავი 2 " არის შესანიშნავი საქმე, ყველამ იცის რა მოხდა "რუსთავი 2"-ში, როგორ წაართვით ბატონო გიგა კანონიერ მესაკუთრეს "რუსთავი 2" და მართალია ნაწილობრივ არის თქვენი ოპონენტი "ნაციონალური მოძრაობა," თუმცა მაინც ხართ ერთად. დღემდე "რუსთავი 2" არის მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაში, იყო კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დღეს "რუსთავი 2" არის "ნაციონალური მოძრაობის" და მიხიეილ სააკაშვილის საკუთრებაში და ერთადერთი, რაც თქვა სასამართლომ, 9 მოსამართლემ სხვათაშორის, რომელიც დღეს წარმოდგენილია უზენაეს სასამართლოში, ცხრავე მოსამართლემ ერთხმად თქვა, რომ სააკაშვილმა უკანონოდ დაიპატრონა "რუსთავი 2." ეს არის ის ჭეშმარიტება, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს და ეს იცის ქართველმა ხალხმა. რაც შეეხება სტრასბურგი თუ გაინტერესებთ, სტრასბურგს არსად არ უთქვამს რომ გადაწყვეტილება იყო უკანონო.

"რუსთავი 2" არის ზუსტად საუკეთესო ლუსტრაცია იმისა, რომ სასამართლო საქართველოში არის სამართლიანი და ის უბრუნებს კანონიერ მესაკუთრეებს მათ შორის, წართმეულ ქონებებს, თუმცა ამ საკითხს რაც შეეხება, კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თქვენს მიერ წართმეული კიდევ ბევრი ქონება უნდა დაუბრუნდეს ადამიანებს, ადამინების უფლებები უნდა იყოს დაცული, ნაცმოძრაობა თავისი რევანშისტული მიდგომებით, უნდა ჩაბარდეს წარსულს.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.











მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42