უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტის განხილვა, პარლამენტში მწვავე დებატების მიზეზი გახდა, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ადა მარშანიას თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებულმა კანონპროექტმა ვენეციის კომისია იძულებული გახადა მათთვის უჩვეულო და არააკადემიური რეკომენდაცია გაეცა:
"მინდა, გესაუბროთ იმ მეტად ორიგინალურ, უჩვეულო რეკომენდაციაზე, რომელიც ვენეციის კომისიამ მოგვცა ჩვენ. თქვენ რომელსაც პოლიტიკურს ეძახით. ვამბობ, რომ უჩვეულო და არაორდინალურია ასეთი ინსტიტუტისთვის, როგორიც ვენეციის კომისიაა, სადაც ის პარლამენტს სთხოვს, რომ ეგება და 9 წევრი აირჩიოთ ამ მოწვევამ და დანარჩენი სხვა მოწვევამ აირჩიოსო. ეს იცით, რა რეკომენდაციაა, ჩემი კვალიფიკაციით? ეს არის სამარცხვინო რეკომენდაცია ქვეყნისთვის, პარლამენტისთვის. ეს არის სირცხვილი ჩვენთვის, რომ საცოდავმა ვენეციის კომისიამ ჩვენთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით ცხადია უმრავლესობასთან ურთიერთობაში, ეს რა დასკვნამდე მივიდა, ეს რა პოლიტიკოსები იხილა თავისთან სასაუბროდ მისული, რომ ასეთ უჩვეულო და არააკადემიური რეკომენდაცია მოგვცა ჩვენ?!.“- განაცხადა ადა მარშანიამ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი დაინტერესდა, ორი დღის განმავლობაში ვის გამო ასწორებდნენ კანონპროექტს.
„ვისთვის ვაკეთებდით ამას და ვისთვის გამოიდეთ თავი ორი დღეა? ქალბატონო თინა, ლამის ყოველ წუთს იმეორებდით ოდიოზური მოსამართლეების, ჩინჩალაძეო, გვრიტიშვილიო, რა ცინიკურ ფეისბუკპოსტებს დებს ეს მეთოფიშვილი თუ გვრიტიშვილი, უკვე ლამის ნათესავები გაგვიხდნენ, იმდენჯერ ვახსენებთ მათ გვარებს. ამ ადამიანებისთვის ასწორებდით და ხვეწდით ამ კანონპროექტს ორი დღე? თქვენ თუ დააკვირდით, მონაწილეობაც არ მიგვიღია ამ კანონზე მუშაობისას,“- განაცხადა მარშანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






