საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 15:45, 19 Apr, 2019     488

ბიომრავალფეროვნების კვლევისა და კონსერვაციის ღონისძიებათა მხარდაჭერის, საქართველოს უნიკალური ბუნების პოპულარიზაციისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, ბოტანიკურ ბაღსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ხელს შეუწყობს ბოტანიკური ბაღის მიერ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული საქართველოს ფლორის სახეობების IUCN-ის კრიტერიუმებით შეფასების სამუშაოებს, ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩაერთვება ბოტანიკური ბაღის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციებში, შეხვედრებსა და დისკუსიებში, ასევე, ხელს შეუწყობს ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას.

რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს, ორგანიზაცია წარადგენს დაცულ ტერიტორიებზე ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ანგარიშებს, ასევე სათანადო რეკომენდაციებსა და ინფორმაციას, რომელიც მოპოვებული და დამუშავებული იქნა დაცულ ტერიტორიებზე საველე გასვლითი ღონისძიებების ფარგლებში. გარდა ამისა, ბოტანიკური ბაღი სააგენტოს გაუწევს სამეცნიერო კონსულტაციებს, ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას.

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის, თამაზ დარჩიძის თქმით, სააგენტოსთან თანამშრომლობა აქამდეც აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა მემორანდუმი ახალ ამოცანებსაც ისახავს.

„საქართველოს ეროვნულ ბოტანიკური ბაღი და დაცული ტერიტორიების სააგენტო საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობდნენ და დღეს ამ ურთიერთობის დეკლარირება მოხდა. ასევე, დაისახა ახალი ამოცანები, რომლებიც დაკავშირებულია დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული იშვიათი და ენდემური სახეობის მცენარეების შეფასებისა და მონიტორინგის პროცესში ბოტანიკური ბაღის აქტიურ ჩართულობასთან. გარდა ამისა, ერთ-ერთ ამოცანად დავისახეთ საქართველოს წითელი ნუსხის IUCN -ის კრიტერიუმების შესაბამისად შეფასება და რადგანაც წითელი ნუსხა ძირითადად დაცულ ტერიტორიებზე ვრცელდება, ჩვენს სპეციალისტებს აქტიური მუშაობის შესაძლებლობა მიეცემათ. ჩვენი თანამშრომლობა ასევე შეეხება ვიზიტორთა პროგრამების შემუშავებას, ეკოსაგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას. ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და თანამშრომლობა ეფექტურობის მნიშვნელოვნად გაზრდის საფუძველი გახდება“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ.

მემორანდუმი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაგეგმვისა და განვითარების სამსახურის უფროსმა ნატო სულთანიშვილმაც შეაფასა.

მისი თქმით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ემსახურება საქართველოს ბიომრავალფეროვნების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას, სამეცნიერო კვლევების მაღალ დონეზე განხორციელებას და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, რაც ხელს შეუწყობს როგორც სახეობების, ასევე ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვას და ასევე ჩვენი საარსებო გარემოს კონსერვაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42