პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრების მიზნით, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და საკანონმდებლო მაცნეს შორის მემორანდუმი გაფორმდა
პოლიტიკა - 14:36, 19 Apr, 2019     638

19 აპრილს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ერთი მხრივ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ, ხოლო მეორე მხრივ, სსიპ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ, ნიკა ახალბედაშვილმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონია N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკაში გაიმართა, რადგან მემორანდუმის მიზანი არის პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების გამდიდრება.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე „პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის“ შესრულების ფარგლებში, რაც საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 22 თებერვლის №385 ბრძანებით გათვალისწინებული კონკრეტული მიზნის მიღწევის უზრუნველყოფას გულისხმობს. საკითხი ეხება პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისათვის პენიტენციური სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების კრებულების სამაგიდო წიგნის სახით გამოცემას. მასში შევა ნორმატიული აქტები, შინაგანაწესი, დებულება, სტანდარტი, წესი და სხვ.

პროექტი პენიტენციურ დაწესებულებებში მაცნეს ბრენდირებული კომპიუტერების განთავსებას გულისხმობს, სადაც მუდმივად განახლებადი ელექტრონული წიგნების კატალოგი აიტვირთება, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე განთავსდება მაცნეს ბრენდირებული წიგნების კარადები. პროექტის ფარგლებში ერთი მხრივ, მოხდება პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების წიგნის ფონდების განახლება, სამართლებრივი აქტების ელექტრონული კატალოგებით აღჭურვა; მეორე მხრივ კი გაიზრდება ხელმისაწვდომობა იმ მნიშვნელოვან კანონებზე, რომლებიც შემხებლობაშია ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებებთან, არასრულწლოვნებისა და ქალ მსჯავრდებულთათვის საერთაშორისო თუ ქვეყნის შიდა კანონმდებლობასთან, რომლებიც მათ უფლებებს ეხება. მათ შორის ეთნიკურად არაქართველი პატიმრებისთვის რუსულ და ინგლისურ ენებზე.

მემორანდუმი გულისხმობს ყოველკვარტალური ჟურნალის გამოცემასაც, რომლითაც მსჯავრდებულები მიიღებენ ინფორმაციას ნორმატიულ აქტებში შეტანილ ძირითად ცვლილებებზე, გაეცნობიან საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების სისტემაში გამოტანილ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ასევე ქვეყანაში მომხდარ ტექნოლოგიურ სიახლეებს, პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაციას, მსჯავრდებულ პირთა სურვილის მიხედვით,მოხდება მათი პირადი შემოქმედების გამოქვეყნებაც; ასევე იგეგმება გარე სამყაროსთან უკეთესი ადაპტირების მიზნით, გზამკვლევი ბროშურის დაბეჭდვა სასჯელმოხდილი პატიმრებისთვის, სადაც დატანილი იქნება ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება პიროვნებას ფეხი აუწყოს ციხის კედლების მიღმა ცხოვრებას.

როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ აღნიშნა, პენიტენციურ სისტემაში საკანონმდებლო მაცნეს შემოსვლით, საბჭოური ხანის ბიბლიოთეკები ეტაპობრივად დასრულდება.

"საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს პენიტენციურ სისტემაში შემოსვლით ჩვენ ეტაპობრივად დავასრულებთ საბჭოური ხანის ბიბლიოთეკებს ციხეებში. სიმბოლურია, რომ საკანონმდებლო მაცნემ ციხეებში შემოსვლა ისეთი დახურული დაწესებულებით დაიწყო, როგორიც არის N6 პენიტენციური დაწესებულება",- განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას სპეციალური პენიტენციური სამსახურის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის და ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42