,,ენერგო-პრო ჯორჯია“ დაანონსებული საპროტესტო აქციის შესახებ საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
"ჩვენი კომპანიის პროფკავშრების მიერ ორგანიზებულმა პროტესტმა ვერ მოიპოვა ვერანაირი მხარდაჭერა რეგიონებში, ამის გამო ისინი იძულებულები გახდნენ და სთხოვეს თანამშრომლებს რომ ადგილზე მაინც დაეფიქსირებინათ მათი პოზიცია, თუმცა ამაზეც უარი მიიღეს
რაც შეეხება თბილსის აქციას, მიუხედავად დაანონსებული მასშტაბური აქციისა, კომპანიის პროფკავშირების ხელმძღვანელობამ, ოფიციალური მოწერილობის საფუძველზე მოითხოვა თავისი 37 დელეგეტის გაგზავნა თბილისში დილის 10:00 საათზე თითქოს კრების ჩატარების მიზეზით. სავარაუდოდ სწორედ ისინი იქნებიან დღევანდელ აქციაზე.
კომპანიის მენეჯმენტი მადლობას უხდის მისი თანამშრომლების აბსოლიტური უმრავლესობის ერთსულოვანი თანადგომისთვის, რაშიც სრულიად სარწმუნებულნი ვიყავით" - აღნიშნულია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






