„ოცნების“ დეპუტატ ოდიშარიას თაბორის მთაზე 3000 კვმ მიწის სანაცვლოდ, მუხიანში 35 ათას კვმ მიწას მისცემენ - საკრებულოში ხმაურია მოსალოდნელი
პოლიტიკა - 11:15, 19 Apr, 2019     999
თბილისის საკრებულომ დღეს კენჭი უნდა უყაროს დეპუტატ ბექა ოდიშარიასა და სახელმწიფოს შორის მიწის ნაკვეთების გაცვლას.


„ქალაქ თბილისში, მუხიანის დასახლება, IV მიკრო/რაიონი, რადიოქარხნის მოპირდაპირე მხარეს მდებარე 35047 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.11.17.005.109) გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-031910153-03 11.04.2019)“- აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მეცამეტე ნომრადაა შეტანილი.

შეთანხმების მიხედვით, ოდიშარია სახელმწიფოს საკუთრებაში თაბორის მთაზე მდებარე 3 ათასზე მეტ კვადრატულ მეტრ მიწას აძლევს, სანაცვლოდ კი მუხიანში თითქმის ათჯერ მეტი ფართობის ტერიტორიას მიიღებს. გარიგებას მიუღებლად მიიჩნევს ოპოზიცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, კალაძე და ოდიშარია გარიგებებს თბილისელების ხარჯზე დებენ:

„კალაძე ამბობს, რომ 3000 კვმ, რომ ჰქონდა ბექა ოდიშარიას თაბორის მთაზე, სადაც შეჩერდა მშენებლობა ახლა 3000 ნაცვლად, 35 000 კვმ უნდა მისცენ მუხიანში სამშენებლო ნებართვით. ანუ ფაქტობრივად ერთი მიკრორაიონის აშენების შესაძლებლობა ექნება ბექა ოდიშარიას მუხიანში. და რა თქმა უნდა ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები და საკრებულოს უმრავლესობას მოვუწოდებთ, რომ ასეთ გარიგებაში მონაწილეობას ნუ მიიღებენ თბილისელების ხარჯზე,“- განაცხდა ლევან ხაბეიშვილმა.

"ქართული ოცნების" განცხადებით, წარმოდგენილი წინადადება ქალაქისთვის მხოლოდ დადებითი შედეგის მომტანი იქნება. მათი თქმით, მიწის ღირებულება მთაწმინდაზე და მუხიანში განსხვავებულია და ბექა ოდიშარიას მთაწმინდაზე არსებული მიწის ფასის შესაბამისი ფართი გადაეცემა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42