საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თანამდებობიდან გადადგა - ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას აღნიშნული პრემიერ-მინისტრმა აიძულა.
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, ქობულიას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მას უნდა სცოდნოდა თუ სად მოდიოდა:
„ბატონი ქობულიას მთავარი შეცდომა იყო ის, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად მოდიოდა. ეს იყო მოსალოდნელი. ამ მთავრობის პირობებში, სადაც ეკონომიკის პოლიტიკას ქმნის ერთი ადამიანი და არა სამინისტროები, რეალურად, ის იყო განწირული და კრახით დამთავრდებოდა მისი საქმიანობა, მან ძალიან ბევრი არასერიოზული განცხადებაც გააკეთა.
დაახლოებით, ერთი თვის წინ უკვე ცნობილი იყო, რომ ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის ენით შეუთვალა ქობულიას წასვლა. მან უარი განაცხადა და მისი პასუხი თურმე ყოფილა ასეთი, რომ საკუთარი ნებით არ წავა, დაასაბუთონ, რატომ უნდა დატოვოს თანამდებობა და თუ უნდათ ჩემი გაშვება, გამათავისუფლონო. როგორც ჩანს, ძალიან დიდი ზეწოლა განხორციელდა მასზე და იძულებული გახადეს, რომ წასულიყო და ვნახოთ, ახლა როგორ ახსნის ამ მოვლენას
ასევე ჟონავს ხოლმე ინფორმაციები, რომ ქობულია ყველა დავალებას არ ასრულებდა და ივანიშვილის პირად სურვილებს აფერხებდა. გადაწყდა რომ ჩანაცვლდეს ხელისუფლების მორჩილი, ყველაფრის შემსრულებელი ადამიანით,“ - განაცხადა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






