დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ბილწსიტყვაობის ამსახველი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა. პარლამენტში ოპოზიციის ხმაურის ფონზე, ერთ-ერთ ჩართულ მიკროფონში კობახიძის სიტყვები გაიპარა. კობახიძემ ანრი ოხანაშვილს "ყ.ზე დაიკიდე", - აღნიშნული სიტყვებით მიმართა, რაც მოგვიანებით „რუსთავი 2“-ზე გავრცელდა. კობახიძემ ბილწსიტყვაობა უარყო და ამაზე კომენტარი უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემაც გააკეთა:
"ეტყობა, გვარამიამ რომ მოუსმინა ჩანაწერს, სხვანაირად ვერ წარმოიდგინა. გვარამიას რომ ბილწსიტყვაობა უკვირს ვიღაცის. თუმცა დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლისგან მსგავსი რამ არასდროს მომისმენია და გამორიცხულია. არ უთქვამს, არ იტყვის, რადგან ცხოვრებაში მსგავსი სიტყვები არ გამოუყენებია - დააბრალეს, ფაქტია. ჩანაწერშიც ვნახე და იქ მსგავსი რამ არ მომისმენია. სხვას რომ ეთქვა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა. შეიძლება იშვიათად, მაგრამ სხვები მსგავს სიტყვებს ვიყენებთ, ეს ხდება ცხოვრებაში და უნდა მოვიტყუო, რომ ვთქვა - არა, მაგრამ ირაკლისგან მსგავსი სიტყვა არ მომისმენია და ნუ დავაბრალებთ ისეთ რამეს, რაც ადამიანის სტილში საერთოდ არ ზის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






