გიორგი პატარიას თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
"მოსამართლის გადაწყვეტილება არის პოლიტიკური. მან პოლიტიკური პროცესი წარმართა. მას არცერთი მტიკიცებულება არ წარმოუდგენია პოლიციას, წარმოვუდგინეთ ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს რომ ვითხოვთ იდენტიფიცირებას იმ ადამიანების, რომლებიც მანქანაში იმყოფებოდნენ, შემდეგ ჩვენვე ვიძახებთ პოლიციას, რომ დახმარებას ვითხოვთ, სადღაც ხომ უნდა იყოს ლოგიკა? მაგრამ ხელისუფლებას ერთი რამ აქვს დარჩენილი ეს თითქოს დაშინებით, ზეწოლით, ტყუილებით გავიდეს ფონს და რაღაცას მიაღწიოს" - აღნიშნა გიორგი პატარაიამ.
სასამართლოს დასრულების შემდეგ კომენტარი გააკეთა შსს-ს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა შალვა ჭედიამ.
"დღეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა გიორგი პატარაიას და ანა წითლიძის სამართალდარღვევის საქმეები, რომელიც შეეხება 11 აპრილს სოფელ ნარაზენთან პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ფაქტს, გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.
სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აღნიშნული პირები სცნო სამართლდამრღვევებად, ხოლო სახდელის სახით მათ შეეფარდათ ჯარიმა 2000 - 2000 ლარის ოდენობით.
კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანია დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხო გარემო. ამ პროცესში სამართალდამცავების საქმიანობისთვის ხელის შეშლა არის სამართალდარღვევა, რომელიც ისჯება კანონით" - აღნიშნა შალვა ჭედიამ.
მასალის გამოყენების პირობები






