"სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 14:43, 18 Apr, 2019     705

„კვიპროსის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის სხვადასხვა მნიშვნელოვან მიმართულებებს შორის მსურს ხაზი გავუსვა სამ ძირითად სფეროს, სადაც ველოდებით ურთიერთობის გაღრმავებას და შემდგომ განვითარებას, ესენია - საზღვაო სფერო, ტურიზმის სექტორი და სოფლის მეურნეობა", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ორგანიზებული ფორუმის გახსნის ღონისძიებას კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკოს ანასტასიადესი და საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდნენ. ფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა.

„სასიხარულოა, რომ კვიპროსსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში დადებითი დინამიკით გამოირჩევა, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, საზღვაო და ავიაციის მიმართულებით. როგორც იცით, 2016 წლის 24 სექტემბრიდან პირდაპირ საჰაერო მიმოსვლას ახორციელებს უნგრული დაბალ ბიუჯეტიანი კომპანია "Wizz Air" კვირაში 2 სიხშირით ქუთაისი-ლარნაკა-ქუთაისის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს ჩვენ ქვეყნებს შორის ბიზნესურთიერთობების და ტურიზმის განვითარებას. ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობას და ჩვენს ქვეყნებს შორის გვექნება კიდევ უფრო ხშირი საჰაერო მიმოსვლა" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს ასევე სოფლის მეურნეობის დარგში. „ვქმნით უფრო ღრმა თანამშრომლობის საფუძველს, მათ შორის გამოცდილების გაცვლის თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელოვანი აგროკულტურების განვითარებაში, როგორიც არის ციტრუსები, ზეთისხილი და სხვა, სადაც კვიპროსს დიდი გამოცდილება აქვს და რაც ჩვენი აგროსექტორისთვის სტრატეგიულად მნიშნველოვანი კულტურებია" - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველო-კვიპროსის ბიზნესფორუმში ორივე ქვეყნის 100-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს. ორმხრივი ბიზნესინტერესების სფეროებია საერთაშორისო ინვესტიციები, IT მომსახურება და ვებ-დიზაინი, რბილი ავეჯი და სახლის აქსესუარები, აგრობიზნესი, უძრავი ქონება და ქონების მართვა, ტურიზმი, იურიდიული და საგადასახადო კონსულტაციები, გემთმშენებლობა და სხვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42