ივანიშვილის ვერდიქტი - „ოცნება“ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებაზე უარს ამბობს
პოლიტიკა - 12:28, 18 Apr, 2019     1544

„ქართული ოცნება“ ვენეციის კომისიის მთავარ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს - ამ შედეგით დასრულდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი მმართველი პარტიისთვის მიუღებელია. ივანიშვილის გუნდი უარს ამბობს, ქვეყნის მთავარი სასამართლოს მოსამართლეების ნაწილი მომდევნო მოწვევის პარლამენტმა დაამტკიცოს, "ოცნება" უარს ამბობს გახადოს გამჭვირვალე მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და კენჭისყრის შედეგები იყოს ღია. მმართელის გუნდი ასევე უარს ამბობს კანდიდატებს, რომლებიც არ დაეთანხმებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, ჰქონდეთ სასამართლოში ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. სხდომის დაწყების წინ მმართველი პარტიის ერთ-ერთმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიას არ აქვს უფლება, მმართველი პარტიის პოლიტიკური ცხოვრების წესში ჩაერიოს. ბიძინა ივანიშვილის პარტია მხოლოდ ორ დათმობაზე მიდის.

საუბარია იმაზე, რომ მმართველი პარტია დათანხმდა ვენეციის კომისიის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატებს აღარ მოუწვეთ ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდა. მეორე, შეეხება ინტერესთა კონფლიქტს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ კანდიდატს, რომელსაც სურს გახდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე, ის ვერანაირ გადაწყვეტილებას ვეღარ მიიღებს.

თუმცა, პოლიტიკური მოთხოვნა, რომ ამ მოწვევის პარლამენტს არ დაეკომლექტებინა უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლე და ნაწილი დაეტოვებინა სხვა მოწვევის პარლამენტისთვის, საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაითვალისწინა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საჭიროა გაიმართოს კონსულტაციები იმისთვის, რომ დადგინდეს რამდენი მოსამართლე სჭირდება უზენაეს სასამართლოს სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის. გარდა ამისა, "ქართულმა ოცნებამ" უარი თქვა ვენეციის კომისიის კიდევ ერთი რეკომენდაციის გათვალისწინებაზე, რომელის მიხედვითაც ფარული კენჭისყრის გაუქმება უნდა მომხდარიყო.

„იყო საუბარი ინტერესთა კონფლიქტის შესახებ რეკომენდაციაზე, რომელსაც ჩვენ გავითვალისწინებთ და მკაფიოდ დავარეგულირებთ ამ საკითხს. კიდევ უფრო დეტალურად გავწერთ კანონპროექტში. პრაქტიკულად ეს რეკომენდაცია შესრულდება სრულად და მეორე საკითხი ეხებოდა გამოცდის თემას. იცით რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია აქ პირდაპირ არ მიგვითითებდა, რომ გამოცდა გაგვეუქმებინა. გვეუბნებოდა რომ დავუბრუნდეთ ამ საკითხს და კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ. ვიმსჯელეთ ჩვენ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შესაძლებელია გამოცდის ამოღებაც კრიტერიუმებიდან. რაც შეეხება ღია კენჭისყრას, რომელსაც ითხოვენ ოპონენტები, ღია კენჭისყრა იყო სწორედ ზეწოლის და პირდაპირი კონტროლის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი წინა ხელისუფლების პირობებში, რომელიც ზუსტად ჩვენ შევცვალეთ 2013 წელს ვენეციის კომისიის რეკომენდაციით და ეს გადაწყვეტილება დარჩება უცვლელი ამ კანონპროექტშიც. ვენეციის კომისიის დასკვნაში წერია, რომ პარლამენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია სასამართლო ხელისუფლებასთან, უზენაეს სასამართლოში დასამტკიცებელი მოსამართლეების რაოდენობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ეს არის ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც პოლიტიკურ საკითხს ეხება. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩვენ ამ რეკომენდაციას განვიხილავთ,“- განაცხადა უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42