საქართველოს შესახებ ანგარიშში წერია, რომ მედია პლურალისტური, თუმცა ძალიან პოლარიზებულია. ანგარიშში ხაზგასმულია რუსთავი2-ის გარშემო მიმდინარე დავის შედეგების და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმის გამოძიების მნიშვნელობა:
„საქართველოს მედია ლანდშაფტი პლურალისტურ ხასიათს ატარებს, თუმცა ისევ ძალიან პოლარიზებულია, ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მედიის მფლობელობის გამჭვირვალობისა და სატელიტური სატელევიზიო პლურალიზმის გაუმჯობესება მოიტანა, თუმცა მფლობელები ისეც ახდენენ სარედაქციო შინაარსის კარნახს. აქედან გამომდინარე მთავარი ოპოზიციური სატელევიზიო არხის „რუსთავი2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებით მიმდინარე დავის შედეგფი დიდ გავლენას მოახდენს. ჟურნალისტების მიმართ ძალადობა ნაკლებად გვხვდება, თუმცა არის მუქარის შესახებ ხშირად იტყობინებიან.
აზერბაიჯანელი დისიდენტი-ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიებასთან დაკავშირებით არ არის დამაჯერებელი შედეგი. მუხთარლის საიდუმლო გატაცება და შემდეგ მისი აზერბაიჯანის პოლიციაში აღმოჩენა, შოკისმომგვრელი იყო ქართველებისთვის, რომლებიც მეზობელი ქვეყნის დისიდენტებს თავშესაფარს სთავაზობდნენ.“- აღნიშნულია ანგარიშში.
პრესის თავისუფლების რეიტინგში, რომელშიც 180 ქვეყანა შედის, პირველ ათეულში არიან: ნორვეგია, ფინეთი, შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, შვეიცარია, ახალი ზელანდია, იამაიკა, ბელგია, კოსტა რიკა. ბოლო ათეული კი ასე გამოიყურება ირანი, ლაოსი, საუდის არაბეთი, ჯიბუტი, სირია, სუდანი, ვიეტნამი, ჩინეთი, ერითრია, ჩრდილოეთ კორეა, თურქმენეთი.
საქართველოს მეზობლებიდან რუსეთი 149-ე ადგილზეა, თურქეთი 157-ე, სომხეთი 61-ე, აზერბაიჯანი 166-ე, ირანი 170-ე, უკრაინა 102-ე.
მასალის გამოყენების პირობები






