ალეკო ელისაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აფასებს.
„ჩემთვის გულის ამრევია რაღაც ბესელია, კობახიძე, ზარდიაშვილების და დანარჩენების სეირის ყურება. ახლა ვუყუროთ აბა, მომდევნო სერიაში მოჩეჩავს თუ არა ბესელია, როდესაც აუვარდება კობახიძეს და დააპუტავს თუ არა თმებს.
მერე იმას ვუყუროთ ბესელიასკენ გაიწევს თუ არა ჩუგოშვილი, რაღაც მზერებით ხმალაობა რომ ჰქონდათ.
საერთო არ მაინტერესებს, ეს პარლამენტი არის ანომალია. რაზე ლაპარაკობენ და რითი არიან დაკავებული. ბესელია ახლა უნდა კიდევ აირჩიონ იმ პარლამეტში და ამიტომ დგამს ამ სცენებს. ამდენი წელი რომ იყო გატრუნული. რა, სისულელეებს არ აკეთებდნენ ისინი? თუ მანამდე მურუსიძე არ იჯდა იმ სასამართლოში?!
რა თქმა უნდა, ეს არის მაიმუნური პოლიტიკური შოუ და ძალინ ყელში მაქვს ამოსული”, – განაცხადა ელისაშვილმა გადაცემა „360 გრადუსში“.
მასალის გამოყენების პირობები






