„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდს არ მისცემს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას:
„იუსტიციის დღევანდელ საბჭოს არ აქვს არანაირი ნდობა საზოგადოებაში. სწორედ ეს იყო ასახული იმ რეკომენდაციაში, რომ ამ პარლამენტმა არ შეიძლება დააკომპლექტოს უზენაესი სასამართლო სრულად. მე არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან ამ თვალსაზრისით“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
"ევროპული საქართველოს" წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, უმრავლესობა იმდენად მონდომებულია ივანიშვილის დაკვეთების სწრაფად შესრულებაში, რომ ყველა ზღვარს გადავიდა.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სრული უპატივცემულობაა პროცედურების და იმდენად ეჩქარებათ, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალება შეასრულონ რაც შეიძლება სწრაფად რომ ყველა ზღვარს გადავიდნენ. კობახიძეს აქვს დავალება, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეს შეასრულოს ივანიშვილის სურვილი ჩინჩალაძე-მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს ქართული სამართალი.“- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
„ქართული ოცნებიდან“ წასული ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, უნდა დამთავრდეს საკანონმდებლო იწილო-ბიწილო, რადგან სასამართლოს მომავლისთვის აუცილებელია იუსტიციის საბჭოდან კლანის წასვლა.
„დღეს უკვე დღის წესრიგშია იუსტიციის საბჭოდან ამ ადამიანების გაყრა, პირდაპირი მნიშვნელობით, ყველა პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, ან ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სასამართლოს მომავალი უნდა დამთავრდეს ეს საკანონმდებლო იწილო-ბიწილო.“- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






