ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბელარუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა
პოლიტიკა - 10:48, 18 Apr, 2019     616

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის, ფინანსური გამოძიების დეპარტამენტის დელეგაციის ვიზიტი შედგა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი, სოსო რამიშვილი და უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს - ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის დირექტორს, იგორ მარშალოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენლებს - დიმიტრი დიაგილევს და ვიქტორ ბოგომაზოვს შეხვდნენ.

ბელარუსის დელეგაციას ქართველი კოლეგები გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში მასპინძლობდნენ. მემორანდუმი მოიცავს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის გამოცდილების გაზიარებას საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის აღკვეთა-გამოვლენა, გამოძიების მიმართულებით.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს დანაშაულის გამოვლენის პრაქტიკული საკითხები გაუზიარეს. ასევე, იმსჯელეს დანაშაულის აღკვეთა - გამოვლენის პროცესში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების მეთოდოლოგიაზე, გადასახადისათვის თავის არიდების სქემების, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში დანაშაულის გამოვლენის, აქციზური საქონლის არალეგალური ბრუნვის აღკვეთის, ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობაში ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.

“საგამოძიებო სამსახურში ჩვენი ბელარუსი კოლეგების სამუშაო ვიზიტის მიზანია საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და დანერგვა. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით სამსახურის ეფექტიან საქმიანობას.” – განაცხადა საგამოძიებო სამსახურის უფროსმა სოსო რამიშვილმა.

„მინდა აღვნიშნო იმ ურთიერთთანამშრომლობის მაღალი სტანდარტის თაობაზე, რომელიც გვაქვს საგამოძიებო სამსახურთან, ჩვენ ვთანამშრომლობთ მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში. ეს არ არის ჩვენი პირველი შეხვედრა. დღეს განვიხილეთ ის საკითხები, რომლებზედაც შემდგომი თანამშრომლობა გაგრძელდება. კოლეგა უწყებებს მსგავსი უფლებამოსილებები გააჩნია. ამდენად, ჩვენთვის საინტერესოა ის პრევენციული ღონისძიებები, რომელსაც საგამოძიებო სამსახური ახორციელებს“ - აღნიშნა იგორ მარშალოვმა.

შეხვედრაზე კოლეგებმა სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის შემდგომ, საგამოძიებო სამსახურის წარმომდგენლებმა სტუმრებს სპეციალური დანიშნულების რაზმის შენობა და საწვრთნელი ბაზა დაათვალიერებინეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42