დედაქალაქის მასშტაბით ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო
პოლიტიკა - 10:25, 18 Apr, 2019     882

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან ის ლოკაციები შეთანხმდა, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შარტავას ქუჩის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის პროცესს გაეცნო. აღნიშნული მისამართის გარდა, საფეხმავლო ხიდების ნაცვლად, შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები კიდევ 19 ლოკაციაზე მოეწყობა.

კახა კალაძის თქმით, რკინის კონსტრუქციები იქ მოიხსნება, სადაც ინფრასტრუქტურა მომზადებულია ქვეითთა გადაადგილებისთვის.

"დემონტაჟი იმგვარად ხდება, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი, სადაც ყველანაირად იქნება ინფრასტრუქტურა მოწესრიგებული. თქვენ ხედავთ, მერიის წინ როგორ არის ფეხითმოსიარულეთა გადასასვლლი მოწესრიგებული“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ განაცხადა, თბილისის მერიის მიერ დეკლარირებული პრიორიტეტების შესაბამისად, დედაქალაქის ქუჩები ქვეითთათვის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ველოსიპედისტებისთვის უსაფრთხო და ხელმისაწვდომი უნდა გახდეს.

„დღეს მიმდინარეობს რიგით პირველი საფეხმავლო გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, ვინაიდან მერიის მიერ გაცხადებული სატრანსპორტო პოლიტიკით პრიორიტეტი ქვეითად მოსიარულეებს ენიჭებათ. შესაბამისად, მათთვის გადაადგილება კომფორტული უნდა იყოს ხიდებისა და მიწისქვეშ გადასასვლელების გამოყენების გარეშე. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც დაგეგმილია გადასასვლელი ხიდის დემონტაჟი, თანამედროვე ქვეითთა გადასასვლელები მოეწყობა“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა გალაქტიონ ბუაძემ.

ახალი ინიციატივის ფარგლებში, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა გურამიშვილის გამზირზე არსებულ ხუთ შუქნიშანს რეკონსტრუქცია უკვე ჩაუტარა და ქვეითთა სექციები დაამატა. მითითებულ ადგილებში უახლოეს ხანებში გადასასვლელები დაიხაზება, რის შემდეგაც, ქვეითთა შუქნიშნებიც ამოქმედდება. დანარჩენ მისამართებზე სამუშაოები წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება.

ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი და შუქნიშნებით რეგულირებული ქვეითთა ერთდონიანი გადასასვლელები მოეწყობა: შარტავას ქუჩა N7-ის; ჭავჭავაძის გამზირისა და ბერძენიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე; ვაჟა-ფშაველასა და პეკინის გამზირების გადაკვეთაზე; აკაკი წერეთლის გამზირზე - დიდუბის პანთეონის მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირისა და ზიგზაგის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ლიახვის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ქსნის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და გუდამაყრის ქუჩის გადაკვეთაზე; გურამიშვილის გამზირისა და ანაპის 212-ე დივიზიის ქუჩის გადაკვეთაზე; შანდორ პეტეფის ქუჩაზე - №151 საჯარო სკოლის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111 კორპუსის მიმდებარედ; გორგასალის ქ. №111ა კორპუსის მიმდებარედ; რუსთავის გზატკეცილი №6-ს მიმდებარედ (ქვემო ფონჭალა); ყაზბეგის გამზირზე - №52 საჯარო სკოლის მიმდებარედ; ვაჟა-ფშაველას გამზირზე - სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ; ცოტნე დადიანის ქუჩაზე - №4 საჯარო სკოლის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე - ბელიაშვილის ქუჩის მიმდებარედ; რობაქიძის გამზირზე - მაღაზია „წითელქუდას“ მიმდებარედ; გურამიშვილის გამზირი №15-ს მიმდებარედ (საყოფაცხოვრებო კომბინატი); მარშალ გელოვანის გამზირზე - „აგროჰაბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე.

საფეხმავლო ხიდების დემონტაჟის პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება. სადემონტაჟო სამუშაოებს, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 307 805 ლარი დაიხარჯება, კომპანია „მეტეხი 2008“ განახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42