ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (ODIHR) უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი მოსაზრება მოამზადა.
ეუთოს აზრით, ფარული კენჭისყრით შერჩევა ძირს უთხრის დამსახურების მიხედვით შერჩევის სისტემას, ამიტომ უნდა ჩანაცვლდეს პროცედურით, რომლითაც კანდიდატებს მკაფიოდ განსაზღვრული შერჩევის კრიტერიუმებით დანიშნავენ.
მათი მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის არჩევა პარლამენტის მიერ და მის საბოლოო შემადგენლობაზე გავლენის მოხდენა პროცესის პოლიტიზაციის რისკებს შეიცავს და შესაძლოა, ავნოს უზენაესი სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას.
ეუთოს შეფასებით, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში პარლამენტის როლი უნდა შეიზღუდოს და მას მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია დაეკისროს.
მასალის გამოყენების პირობები






