ნათია თურნავამ კონფერენციაზე ენერგეტიკული ბაზრის რეფორმაზე მოხსენება გააკეთა
პოლიტიკა - 20:30, 17 Apr, 2019     623

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო და პრეზენტაცია გააკეთა ენერგეტიკულ კონფერენციაზე, რომელიც საქართველოს ბანკისა და სააგენტო „გალთ ენდ თაგართის" ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

ნათია თურნავამ მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს კონფერენციის მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები ბიზნესთან აუცილებლად გაგრძელდება, რადგან ბიზნესს უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.

„საქართველოში ენერგეტიკული სექტორის დერეგულირების პირველი ეტაპი მომავალი თვიდან დაიწყება, როდესაც მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლების ნაწილს ელექტროენერგიის შესყიდვა თავისუფალ ბაზარზე მოუწევთ. დერეგულირება ეტაპობრივად მოხდება, რომელიც ბაზრის მოთამაშეებს სიახლეებისადმი შეგუებისა და ადაპტირების შესაძლებლობას მისცემს. ჩვენ დავეხმარებით ყველა მომხმარებელს, რათა მათ გადალახონ პირველი ეტაპის დროს წარმოქმნილი გამოწვევები," - განაცხადა ნათია თურნავამ. ამავე დროს, მისი თქმით, დერეგულირება მკაფიო გზავნილია ინვესტორებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით გენერაციის ობიექტებში ინვესტიცია განახორციელონ. „ეს იქნება მნიშვნელოვანი სტიმული კერძო ინვესტორებისთვის, რომ ენერგეტიკულ ბაზარზე ელექტროენერგიის მეტი მოცულობის გაყიდვის იმედად ინვესტირება განახორციელონ საქართველოს გენერაციის ობიექტებში და საკუთარი ენერგოგენერაციის წყაროების განვითარებით, ხელი შეუწყონ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის განვითარებას," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ნათია თურნავას განცხადებით, ბაზრის დერეგულირება მთავრობას შესაძლებლობას მისცემს, მეტი დაცვის მექანიზმები აამოქმედოს საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე ბიზნესის მიმართ, რომლებიც რეგულირებად სექტორში რჩებიან.

„ჩვენ საქართველოში ვნერგავთ ევროპული სტანდარტის ენერგეტიკულ ბაზარს, ჩვენი ბაზარი და ბაზრის წესები ჰარმონიზაციაში მოდის ევროპულთან, ამიტომ შემუშავებული გაქვს ახალი მიდგომები და მხარდამჭერი სქემები, რომელიც იქნება უფრო მოქნილი და საბაზრო მექანიზმებზე ორიენტირებული. მაგრამ არცერთი რეფორმა წარმატებით არ გატარდება, თუკი მას საზოგადოება და მისი აქტიური ნაწილი - ბიზნესი მხარს არ დაუჭერს. ამიტომ რეფორმის მიმდინარეობისას ჩვენს შორის დიალოგი მუდმივად იქნება", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კონფერენციაზე ასევე მოხსენება გააკეთა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავამ.

ენერგეტიკულ კონფერენციაზე გაიმართა ორი პანელ დისკუსია. მათ შორის, განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების გავლენა ბაზრის მონაწილეებზე და განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმები და მათი მოსალოდნელი გავლენა საინვესტიციო გარემოზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42