უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები - დღევანდელი საპარლამენტო სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, სწორედ ამიტომ არსებულ საკითხზე მსჯელობა ხვალისთვის გადაიდო.
„პარლამენტმა ერთბაშად არ დაამტკიცოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, რა თქმა უნდა ასეთი რამე ვერ ჩაიწერება კანონში იმიტომ, რომ კონსტიტუციაში წერია მინიმალური რაოდენობა. 28 მოსამართლე უნდა იყოს უზენაეს სასამართლოში. თუმცა პოლიტიკურად შეგვიძლია შევხედოთ და ვნახოთ, შეიძლება თანდათანობითაც შეივსოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. ეს არის პოლიტიკური საკითხი, პოლიტიკური რეკომენდაცია ამისთვის მე უარყოფით კონტექსტში არ მიწოდებია. ეს არის სამართლებრივი რეკომენდაცია, რომელიც უნდა აისახოს ორგანულ კანონში. ეს არის პოლიტიკური რეკომენდაცია მიზანშეწონილობის თაობაზე. შეგვიძლია რა თქმა უნდა ამაზეც ვიმსჯელოთ" - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მასალის გამოყენების პირობები






