დაპირისპირება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში - უკმაყოფილება პროცედურებისა და რეგლამენტის დარღვევის გამო მოხდა.
დაფიქსირდა კადრები, როცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ისკო დასენმა სხვა დეპუტატის პულტით ისარგებლა, მან კენჭისყრაზე ხმა სხვისი სახელით მისცა. აღნიშნულს ოპოზიციის მხრიდან მწვავე კრიტიკა და უკმაყოფილება მოჰყვა:
„რომ გაამკაცრეთ ჩვენი მუშაობის პირობები, კარგია, მაგრამ ცუდია, რომ პარლამენტში ზოგიერთი კოლეგა სხვის მაგივრად მონაწილეობს კენჭისყრაში. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, რომელიც ამას ადასტურებს. ამ წუთას არის დაფიქსირებული, უმრავლესობის წევრები როგორ აძლევენ ხმას სხვა დეპუტატების ნაცვლად. ვითხოვ, რომ ეს მასალა მიიღოს შესასწავლად პარლამენტის შესაბამისმა უწყებამ,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






