კრწანისის რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცე ეწყობა
პოლიტიკა - 15:56, 17 Apr, 2019     439

კრწანისის გამგეობა რაიონში სამი თანამედროვე რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

გრიშაშვილის ქუჩის N51-ის მიმდებარედ, სკვერის მოწყობის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის განკუთვნილი 1000 კვ.მ-ზე განთავსებული სკვერი თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე ლითონის მოაჯირით ტერასის ხიდი, საყრდენი კედლები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი უკვე მოეწყო. ასევე, დამონტაჟდა საპარკე სკამები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.

სკვერი, რომლის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 210 000 ლარია გამოყოფილი, სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეებით გამწვანდება.

რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები ასევე, დაიწყო ფონიჭალაში. რუსთავის გზატკეცილის N267-ის მიმდებარედ, სკვერი 3 070 კვ.მ-ზე განთავსდება, რომლის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო ზონა მოეწყობა. არსებულ ტერიტორიაზე ასევე, განთავსდება წყლის ადაპტირებული შადრევანი.

ფონიჭალაში მდებარე რეკრეაციულ სივრცეში საპარკე სკამები დაიდგმება და დამონტაჟდება გარე განათების სისტემა. სკვერი თანამედროვე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ინვენტარით აღიჭურვება. სკვერის მიმდებარედ, ადგილობრივი მცხოვრებლების თხოვნის გათვალისწინებით, მოეწყობა პარკინგი და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.

აღნიშნული სკვერების პარალელურად, საბავშვო გასართობი სივრცე ეწყობა ორთაჭალის ქუჩის N77-ის მიმდებარედაც. ამ დროისთვის, საბავშვო ზონის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ბავშვებისთვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის შიდა პერიმეტრი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და საბავშვო ატრაქციონი დამონტაჟდება.

მიმდინარე წელს კრწანისის გამგეობის მიერ დამატებით, რამდენიმე თანამედროვე სკვერის მოწყობა იგეგმება. გასულ წელს კი სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია კრწანისის რაიონში 11 მისამართზე განხორციელდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42