ხალასთავის საბადოს შესწავლისთვის აუქციონში გამარჯვებული პირი 2 500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს
პოლიტიკა - 13:19, 17 Apr, 2019     425

ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალასთავის ფერადი, კეთილშობილი და იშვიათი ლითონების (ოქრო-სპილენძი) შესწავლა-მოპოვების 25 წლიანი ლიცენზია 788 350 ლარად გაიყიდა. აუქციონში მონაწილე სამ პრეტენდენტს შორის გამარჯვებული ფიზიკური პირი გახდა. ლიცენზიის საწყისი ფასი 11 150 ლარს შეადგენდა.

სალიცენზიო პირობების თანახმად, გამარჯვებული ვალდებულია არაუმეტეს 3 წლის ვადაში უზრუნველყოს სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლა და Joint Ore Reserves Committee (JORC) კოდექსის შესაბამისად შედგენილი სასარგებლო წიაღისეულის მარაგების ანგარიშის შესაბამის ორგანოში დასამტკიცებლად წარდგენა. ლიცენზიის მფლობელი ასევე ვალდებულებას იღებს, შესწავლის პერიოდში ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, მინიმუმ 2 500 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

გარდა ამისა, ლიცენზიის მფლობელმა სამთო სამუშაოების დაწყებამდე უნდა შეადგინოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში და სამუშაოების განხორციელებისას მუდმივად უზრუნველყოს გარემოს მდგომარეობის მონიტორინგი. შესწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში ყოველი 6 თვის ვადის დასრულებიდან 5 სამუშაო დღეში ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოებისა და ბიუჯეტის ანგარიში.

სალიცენზიო პირობების ფარგლებში სასარგებლო წიაღისეულის რესურსის შესწავლის პერიოდში საქართველოს 30 მოქალაქე დასაქმდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42