კიკვიძის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
პოლიტიკა - 12:49, 17 Apr, 2019     678

თბილისის მერიამ ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია დაიწყო.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები.

„თბილისის მერიამ დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის სრული რეაბილიტაცია. საერთო ჯამში, სრულად რეაბილიტირდება პარკის მთელი ტერიტორია, რომელიც შვიდ ჰექტარზე მეტი ფართობისაა. რეაბილიტაციის ფარგლებში, განახლდება დეგრადირებული სივრცეები, მოეწყობა საბავშვო, სავარჯიშო, სპორტული და ცხოველების გასასეირნებელი სივრცეები. ასევე, ამფითეატრი, ღია საგამოფენო პავილიონი, ველობილიკი, ახალი შადრევანი და სამაგიდე თამაშების პავილიონები. სამუშაოები უკვე ათი დღეა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ არსებული დიზაინით შენარჩუნდება და სრულად რეაბილიტირდება პარკის შესასვლელი კოლონები და ცენტრალური ბილიკი. სამუშაოების დასრულება ნოემბერში იგეგმება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე არსებული პარკების რეაბილიტაციის პარალელურად, იგეგმება ახალი საქალაქო პარკების მშენებლობაც. ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სკვერების რეაბილიტაცია, ახალი სკვერების მოწყობა და გამწვანების სამუშაოები.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მსგავსი პროექტებით ქალაქში არსებული ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი გახდება.

„დღეს ადამიანს შეიძლება, ჰქონდეს სურვილი, უქმეებზე თავის შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად, მწვანე სივრცეში გავიდეს, მაგრამ ასეთი ადგილები არ გვაქვს. რაც გვაქვს და ისტორიულად მოგვყვება, ისიც მძიმე მდგომარეობაშია. შესაბამისად, ამ ყველაფერის მოწესრიგება ამ კულტურასაც დააბრუნებს და გარემოსაც გავაუმჯობესებთ“,- განაცხადა კახა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42