"დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება" - კახი კალაძე
პოლიტიკა - 11:48, 17 Apr, 2019     976
თბილისის განვითარების ფონდი დედაქალაქის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ურბანული მობილობის გეგმის ფარგლებში, დედაქალაქში სატრანსპორტო მიმართულებით სპეციალური კვლევა ჩატარდება.

„გვაქვს სიახლე, რომელიც მნიშვნელოვანია დედაქალაქის ურბანული განვითარებისთვის - უახლოეს მომავალში მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისის მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს. გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა რაიონებში, რათა დადგინდეს სად არის ტრანსპორტის ნაკლებობა და ამ მიმართულებით რისი გაკეთებაა საჭირო. შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, მეტრო. მაგალითად, დიღმის მიმართულებით მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელებაზე სერიოზული მოსაზრება არსებობს. შესაბამისად, კვლევა გვაჩვენებს ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მხრივ განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში უკვე დაიწყება კვლევა და ძალიან მალე სრული სურათი გვექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სამგორი-ლილო-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროსადგურის მშენებლობის პროექტირების ტენდერზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამარჯვებული კომპანია უახლოეს მომავალში გამოვლინდება.

„იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით მეტროსადგურის მშენებლობის პროექტზე ტენდერი გვაქვს გამოცხადებული. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია, რომელიც შესაბამის სამუშაოებს ჩაატარებს და სრული პროექტი წლის ბოლოსთვის უნდა გვქონდეს. ამის შემდეგ კი ტენდერი მშენებლობაზე გამოცხადდება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მდგრადი ურბანული მობილობის გეგმა ქალაქის მთავარი სტრატეგიული სატრანსპორტო დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ტრანსპორტის ყველა ასპექტს: ქვეითთა, საზოგადოებრივი და კერძო ტრანსპორტის, დისტრიბუციის ავტომანქანებისა და ველოსიპედების გადაადგილებას. ასევე, შემუშავდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ველობილიკების, ინკლუზიური საფეხმავლო ბილიკების თანამედროვე სტანდარტები. დოკუმენტის საფუძველზე შესაძლებელი გახდება თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გეგმაზომიერი, სტანდარტიზებული და თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42