საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მოსმენების კანონთან დაკავშირებით პარლამენტის წარმომადგენლის არგუმენტებს მოისმენს.
ახალ კანონს საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად 326 მოქალაქე ასაჩივრებს. საუბარია მოსმენების შესახებ ახალ კანონზე, რომელიც პარლამენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წელს არაკონსტიტუციურად ცნო მანამდე მოქმედი ნორმები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსიტუციო სამართალწარმოების იურისტი გიორგი გოცირიძე აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას.
"ვფიქრობთ, რომ მოსარჩელე მხარემ სასამართლოს მიაწოდა ყველა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული სისტემა არაკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება პირადი ცხოვრების უფლებას, იძლევა შესაძლებლობას, რომ მოსამართლის გვერდის ავლით, განხორციელდეს უკანონო მოსმენები და ვთვლით, რომ მოსარჩელე მხარეს გააჩნია პოზიცია იმისთვის, რომ სარჩელი იყოს დაკმაყოფილებული" - განაცხადა გიორგი გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






