თბილისის მერიამ „სითი პარკთან“ პოტენციური საარბიტრაჟო დავის სამართლებრივი რისკების შეფასებისა და შემცირებისთვის იურიდიული კომპანია დაიქირავა, რომელსაც ერთჯერად მომსახურებაში 80 ათას ლარს უხდის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებლოს ოპოზიცია ავრცელებს. ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილებით დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბიუჯეტს კიდევ ერთხელ მიაყენა ზიანი და მოხდა იმის აღიარება, რომ მერიას კომპეტენტური იურისტები არ ჰყავს:
"კალაძემ ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტს კიდევ ერთხელ მიაყენა ზიანი და კიდევ ერთხელ აღიარებს იმას, რომ კომპეტენტური იურისტები არ ჰყავს დედაქალაქის მთავრობაში დაქირავებული და ამიტომ სჭირდება სხვა კომპანიის დაქირავება."- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
იურიდიულ კომპანია "ემ ჯი"-ში ხელშეკრულებას ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ პროცესი დასრულებული არ არის და თანხაც მათთვის ჯერ არ გადაურიცხავთ.
მასალის გამოყენების პირობები






