"ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საუბრობენ" - "ნაციონალური მოძრაობა"
პოლიტიკა - 20:39, 16 Apr, 2019     461

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის დღევანდელ განცხადებას მუქარის ტონალობად აფასებს.

პარტიაში მიიჩნევენ, რომ ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საუბრობენ.

"ივანიშვილის და მისი მართული ჯგუფის მიერ თავისუფალ მედიაზე შეტევა არაა ახალი, თუმცა ბოლო პერიოდში საზოგადოება გახდა მოწმე რუსთავი 2ზე და მის გენერალურ დირექტორზე განხორციელებული თავდასხმის ახალი ტალღისა.

ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და მათთან დაახლოებული ადამიანების გამონათქვამებში სულ უფრო და უფრო გამოიკვეთა მუქარის ტონალობა.

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ხუნდაძის გამოსვლა ამის ნათელი დადასტურებაა. უფრო მეტიც, მისი რიტორიკა უკვე შეიცავდა ძალადობის განხორციელების აშკარა და რეალურ საფრთხეს. შეიძლება ადამიანებს ჰქონდეთ განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტული ადამიანების გამონათქვამებსა და მიდგომებზე, მაგრამ ძალადობის წახალისება დაუშვებელი და მიუღებელია.

მით უფრო ცინიკურია, როდესაც სიძულვილის ენასა და ნეგატიურ კამპანიაზე საუბრობენ ქართული ოცნების წარმომადგენლები, მაშინ როდესაც დაარსებიდან ამ პარტიის, მთავარი და ერთადერთი სამოქმედო ხაზი არის განსახვავებული აზრის მქონე ადამიანების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების შეურაცხყოფა, მათ მიმართ სიძულვილის ენით საუბარი და ფეიკ ნიუსების გავრცელება, რევანში და საზოგადოებაში დაპირისპირების დათესვა.

შევახსენებთ ხელისუფლებას ადამიანის თავისუფლებაში უხეში ჩარევა, ფიზიკური ანგარიშსწორებისაკენ მოწოდება არის პირდაპირი ნაბიჯი ქვეყანაში დესტაბილიზაციის და შუღლის გაღვივების, რაზეც პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და რაშიც ივანიშვილს მაღალი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს" - აღნიშნულია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42