პოლიციას ავტომობილის ნომრის ამომცნობი მობილური სისტემები ექნებათ, რომლითაც მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება მოხდება
პოლიტიკა - 09:40, 17 Apr, 2019     1719

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამინისტროს კამპანიასა და დაგეგმილი სამოქმედო გეგმის შესახებ საუბრობდა. გადაცემის წამყვანმა მინისტრის მოადგილეს ავტომანქანების ნომრის ამომცნობ მობილურ სისტემებზე ჰკითხა, რომლის დანერგვას შინაგან საქმეთა სამინისტრო წლის ბოლომდე აპირებს.

„ეს არის მთელ მსოფლიოში, ბევრ განვითარებულ ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკა. საუბარია ასეთ პორტატულ მოწყობილობებზე, რომლებიც მაგრდება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების მანქანებზე და შესაბამისად, მოძრაობის პროცესში, არეალში ხვდება სხვადასხვა მანქანების სანომრე ნიშნები და ხდება მაღალი რისკის შემცველი მძღოლების იდენტიფიცირება. მაგალითად, საუბარია მძღოლებზე, რომელთაც შეჩერებული აქვთ მართვის მოწმობის მოქმედება. შესაბამისად, მოხდება გადამოწმება, ხომ არ მართავს იმ კონკრეტულ ავტომობილს ისევ ის მძღოლი, ასევე, სხვა ტიპის ხშირ დარღვევებში მხილებული მძღოლების გამოვლენა. ანუ ვიდეოსამეთვალყურეო სისტემასთან ერთად, საპატრულო პოლიციისთვის კიდევ ერთი ბერკეტი იქნება, რომ წესრიგი დამყარდეს და წესრიგი იქნეს უზრუნველყოფილი ჩვენს გზებზე.“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ აპირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომ დანერგოს ისეთი პლატფორმა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ სამართალდარღვევის ფოტო ან ვიდეო მტკიცებულებით დაფიქსირებას, ნინო ჯავახაძემ განაცხადა, რომ სამინისტრო ამ საკითხზე ინტენსიურად მუშაობს და შესაბამისი აპლიკაციის დანერგვა წლის ბოლომდე იგეგმება.

„ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ჩვენი დღეს წარმოდგენილი გეგმის ნაწილია ე.წ. „კრაიმ-სტოპერის“ აპლიკაცია, რომელიც გულისხმობს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც შეესწრება გარკვეულ სამართალდარღვევას, შეეძლება ვიდეო და ფოტო გადაღების გზით, ამ აპლიკაციის მეშვეობით ატვირთოს ეს სამართალდარღვევა და შესაბამისად პოლიცია უკვე მოახდენს ამაზე რეაგირებას. ეს მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, რომ უკვე წელს დაინერგება.“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42