უფლადამცველი თბილისის ცენტრში გასული წლის 30 სექტემბერს ეთნიკურ ნიადაგზე მოკლეს. მკვლელობის ბრალდებით, 2 პირი ავთანდილ კანდელაკიშვილი და გიორგი სოხაძე არიან დაკავებული.
დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. როგორც მათი ადვოკატები აცხადებენ, კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე დაიწყო და არა ეთნიკური საბაბით.
საქმის პროკურორის თქმით კი, არსებობენ თვითმხილველები რომლებმაც უშუალოდ დაინახეს მკვლელობის ჩამდენი დაკავებული პირები
„არის თვითმხილველი მოწმეების ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ადასტურებენ ავთანდილ კანდელაკიშვილისა და გიორგი სოხაძის მკვლელობაში მონაწილეობას. გარდა ამისა, არის ჩანაწერები ვიდეოკამერებიდან. გამოძიებას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტით მოპოვებული აქვს ის დანა, რითიც ავთანდილ კანდელაკიშვილმა მიაყენა ეს დაზიანებები" - აღნიშნა პროკურორმა მიხეილ მხეიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






