ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე ცნობილია -მთავარი რეკომენდაციები შემდეგია:
„მაღალი მოთხოვნა უნდა დაწესდეს ასაკზე, უფრო მეტად უნდა გაესვას ხაზი კანდიდატის გამოცდილებას, მის გადაწყვეტილებებს, შერჩევის კრიტერიუმებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი მრავალფეროვნება;
არსებული მოთხოვნა, რომ არამოსამართლე კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები, უნდა გადაიხედოს. როგორც ზემოთ არის აღნიშნული, მხოლოდ გამორჩეული კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სამართალწარმოებაში შეიძლება განიხილებოდეს არამოსამართლე კანდიდატად უზენაეს სასამართლოში. ადამიანები ასეთი კვალიფიკაციით არ უნდა იყვნენ იძულებულები ჩააბარონ გამოცდა იმისთვის, რომ დაამტკიცონ, რომ ისინი შეძლებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას;
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გამართული ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციაზე ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და პროცედურები უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. კანდიდატები უნდა შეფასდნენ ქულების მიხედვით;
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც არის მოსამართლეობის კანდიდატი, უნდა ირიცხებოდეს ყველა პროცედურისგან, მათ შორის ხმის მიცემა, მოსმენა, ნომინირება და ა.შ;
გასაჩივრების შესაძლებლობა უნდა არსებობდეს დასაბუთებულ გადაწყვეტილებებსა და გამორიცხვაზე“, - ნათქვამია დასკვნაში.
მასალის გამოყენების პირობები






