უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნაწილი ახალი მოწვევის პარლამენტმა უნდა აირჩიოს - ვენეციის კომისიის რეკომენდაცია
პოლიტიკა - 16:38, 16 Apr, 2019     806

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. რეკომენდაციების მე-16 პუნქტში ნათქვამია, რომ მათი რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენს, შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს. კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევის მეთოდი არ ეფუძნებოდეს პოლიტიკურ ან პირად განხილვებს. დასაშვებობის კრიტერიუმი კი საკმარისად ფართო უნდა იყოს კანდიდატთა და წარდგენილ პირთა მრავალფეროვნებისთვის.

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ის რაოდენობა უნდა აირჩიოს, რომელიც აუცილებელია უზენაესი სასამართლოს სამუშაოს სამართავად. ახალი მოსამართლეების რა რაოდენობა იქნება საჭირო საამისოდ, უნდა გადაწყდეს უზენაეს სასამართლოსთან კონსულტაციების შემდეგ. რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 18-დან 20-მდე, პოზიციის ნახევარს, რომელიც ვაკანტური იქნება. დანარჩენს შემდეგი არჩევნების გზით არჩეული პარლამენტი დანიშნავს,"-ნათქვამია ვენეციის კომისიის რეკომენდაციაში.

უზენაესი სასამართლოს დანიშნულ მოსამართლეებს მოეთხოვებათ სამართლებრივი ცოდნა, უნარები, კომპეტენცია და სტაჟი ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესასრულებლად.

„22. მეორე დაბრკოლება არამოსამართლე კანდიდატებისთვის არის ის რომ მათ გაიარეს სასამართლო კვალიფიცირების გამოცდა. ეს უნდა გადაიხედოს, რადგან მხოლოდ სამართლის სფეროში გამორჩეული კვალიფიკაციის სპეციალისტი შეიძლება ჩაითვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად. ასეთი კვალიფიკაციის მქონე პირი არ უნდა იყოს იძულებული გაიაროს გამოცდა იმის დასამტკიცებლად რომ ერკვევა სამართლის საკითხებში, რაც უზენაესი სასამართლოს სამუშაოს არსს წარმოადგენს,“ - აღნიშნულია ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42